loader

“ბოლოს როცა გემშვიდობებოდი, გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი, დალურჯებული ჰქონდა“ - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბოლოს როცა გემშვიდობებოდი, გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი, დალურჯებული ჰქონდა“ - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

65 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ჯაჭვლი­ა­ნი დიდი ხა­ნია მძი­მე სენს ებ­რძო­და. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.

ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მე­გო­ბარ­სა და ყო­ფილ კო­ლე­გას ემო­ცი­უ­რი პოს­ტით იხ­სე­ნებს.

"8 თე­ბერ­ვა­ლი - ეს ის თა­რი­ღია, რო­მელ­მაც მი­თხრა, სოსო უფალ­თან წა­ვი­და... იცი, სოსო, მთე­ლი ეს წლე­ბი, რაც ერ­თად ვი­ა­რეთ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა სირ­თუ­ლის, სა­დაც სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო, მე სულ შენი იმე­დი მქონ­და და იცი, რა­ტომ?! იმი­ტომ, რომ მჯე­რო­და შენი უღა­ლა­ტო­ბის! ქრის­ტეს შო­ბამ­დე მომ­წე­რე, როცა ჩა­მოხ­ვალ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან, მოდი, მნა­ხეო.... 6 იან­ვარს შეგ­ხვდი და იქაც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­მა­ვალ­ზე მე­სა­უბ­რე. ის სი­ტყვა, რაც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე ვთქვით 2011 წლის 25 დე­კემ­ბერს, ის ბო­ლომ­დე გაგ­ვე­ტა­ნა ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბით! იცი, სოსო, მე შენი იმე­დი მაქვს, რომ არ დამ­ტო­ვებ, სა­დაც არ უნდა იყო, ჩემ­თან იქ­ნე­ბი იმ უტე­ხი სუ­ლით, რო­მელ­საც მე ასე ვა­ფა­სებ­დი და მჯე­რო­და ყო­ველ­თვის!...

6 იან­ვარს, ბო­ლოს, როცა გემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, გახ­სოვს, ხელს რომ მი­მა­ლავ­დი?! იმ ნა­ტანჯ ხელს, რო­მე­ლიც და­სე­რი­ლი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და?! მი­მა­ლავ­დი, რად­გან არ გინ­დო­და ეგ ნა­ტან­ჯი ხელი მე­ნა­ხა, იმი­ტომ, რომ არ მტკე­ნო­და, კი­დევ გინ­დო­და შენ­გან იმე­დით სავ­სე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ხელს პლე­დი გა­და­აფა­რე.... ამ პრო­ცეს­ში მივ­ხვდი, რომ უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი უტე­ხი გმი­რი იყო ჩემ თვალ­წინ, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს უტე­ხად ებ­რძო­და და ამას­თა­ნა­ვე, ერ­თგუ­ლე­ბა­ზე მო­მა­ვალ ბრძო­ლა­ზე ძა­ლას და იმედს მა­ტან­დი... მოგ­კი­დე ხელი და­გი­კოც­ნე ეგ ერ­თგუ­ლე­ბით სავ­სე ხელი და შუბ­ლზე მივ­იდე და გი­თხა­რი, მე­ი­მე­დე­ბი.... იცით?! ასე რომ მო­ვე­ფე­რე, არ ელო­და და მი­თხრა... შენ შე­მო­გევ­ლე! შენ!.... " - წერს კურ­ტა­ნი­ძე.