loader

"ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ" - მიხეილ სააკაშვილი

მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა და „ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“.

„"ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ... 2022 წლის მონაცემებით, რომელიც სტატისტიკის სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული, 20-85 წლის ასაკის 2 მილიონ 735 ათასი ადამიანი გვყავს. ცესკოს 2021 წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 მილიონ 497 ათასი. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა 762 ათასია. მათი აზრით, გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობის. ცესკოს რაოდენობაში 500 ათასი ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა, ზუსტად არავინ იცის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის ხალხი, ვინც განდევნეს საქართველოდან, ხელოვნურად გაყარეს", - განაცხადა სააკაშვილმა.