loader

"გამოდის, ვერასდროს ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან - მათთან შეთანხმება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ "ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ" - გია ვოლსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოდის, ვერასდროს ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან - მათთან შეთანხმება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ "ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ" - გია ვოლსკი

გამოდის, რომ ვერასდროს ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ოპოზიციასთან შეთანხმება, თქვენ იცით, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მომხსენებელ გივი მიქანაძეს კითხვით მიმართა, ძალაში რჩება თუ არა შეთავაზება იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკება შედგეს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და 3/5-ით იქნეს არჩეული ცესკოს თავმჯდომარე.