loader

ქობულეთში 30 წლის შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში 30 წლის შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

ქობულეთში, 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო 80 წლამდე მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი შშმ პირია.