loader

ქეთა თოფურია მესამე შვილს ელოდება - რას ჰყვება წყარო მედიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთა თოფურია მესამე შვილს ელოდება - რას ჰყვება წყარო მედიასთან

37 წლის მომღერალი ქეთა თოფურია და მისი ბიზნესმენი მეუღლე ლევ დენგოვი ისევ გახდებიან მშობლები - ამის შესახებ რუსული მედია life.ru წერს.

ჭორები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. ხელოვანთან დაახლოებული წყაროს თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, იგი ჯერჯერობით არ აპირებს დეკრეტულ შვებულებაში გასვლას. წყარო რუსულ მედის უყვება, რომ წარმოშობით ქართველი მომღერალი ორსულობის მეშვიდე თვეშია.

„დიახ, ქეთი ნამდვილად ორსულადაა, - ადასტურებს მომღერლის გარემოცვა,- ის და მისი ქმარი გეგმავდნენ კიდევ ერთ ბავშვს და ამიტომ, ორივეს ძალიან უხარია. ქეთი ორსულობის მეშვიდე თვეშია“.

მათივე თქმით, ქეთი თავს კარგად გრძნობს და ჯერ არ გეგმავს დეკრეტულ შვებულებაში გასვლას. კორპორატიულ კონცერტებზეც გამოდის და მარტშიც ელოდება კონცერტი.

„დეკრეტში მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გავა, როგორც წინა შემთხვევებში იყო“ - ამბობენ მისი ახლობლები.

წყარო: https://life.ru/p/1638416