loader

"ჩამოფრინდა მადონა იტალიიდან და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში... ამ წუთებში ბაღდათში მიჰყავთ" - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოფრინდა მადონა იტალიიდან და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში... ამ წუთებში ბაღდათში მიჰყავთ" - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია

"ჩამოფრინდა მადონა იტალიიდან და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში... ამ წუთებში ბაღდათში მიჰყავთ" - წერს შოთო სიხარულიძე.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, 9 ადა­მი­ა­ნი დაიღუპა.

სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში სტი­ქი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მაშ­ვე­ლებ­მა მა­მი­სა და მისი სამი შვი­ლის - უფ­რო­სი ვა­ჟი­სა და ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მე­ტად მათი სახ­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი გვიყ­ვე­ბა, ეზო სრუ­ლად გას­წო­რე­ბუ­ლი იყო, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი კი მე­წყერ­მა მდი­ნა­რის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ის­რო­ლა.

იმ ღა­მეს სახ­ლში გია რო­ბა­ქი­ძე და მისი შვი­ლე­ბი, ტყუ­პი დები, ანა და ქეთი და ძმა, და­ვი­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, დედა წლე­ბია, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ ემიგ­რა­ცი­ა­ში იმყოფებოდა და საქართველოში დღეს დაბრუნდა.