"ჩამოფრინდა მადონა იტალიიდან და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში... ამ წუთებში ბაღდათში მიჰყავთ" - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია
"ჩამოფრინდა მადონა იტალიიდან და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში... ამ წუთებში ბაღდათში მიჰყავთ" - წერს შოთო სიხარულიძე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა.
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.
იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები, ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია, რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაში იმყოფებოდა და საქართველოში დღეს დაბრუნდა.