loader

“მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა... ღიმილით წავიდა და დამტოვა მიწაზე“ - რევაზ უთურგაურის შვილი ტრაგედიის შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა... ღიმილით წავიდა და დამტოვა მიწაზე“ - რევაზ უთურგაურის შვილი ტრაგედიის შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს

ასურეთში, საჰაერო ბურთის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი “სქაი თრეველის“ დამფუძნებლის, რევაზ უთურგაურის შვილი ირა უთურგაური ტრაგედიის შემდეგ პირველ მიმართვას ავრცელებს:

“გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა. ღიმილით წავიდა თავისი ძალიან ლამაზი, საყვარელი საქმის კეთებისას და დამტოვა მიწაზე...

მივმართავ ყველას, ვისაც გიყვარდათ და უყვარდით: პანაშვიდი იქნება - ხუთშაბათი-პარასკევი, ადამ მიცკევიჩის 27, ბინა 19.გასვენება - შაბათს, 3 საათზე, ამაღლების ეკლესიიდან (უნივერსიტეტის ქ. 6)".