loader

"ამაზე ძალიან გული მტკივა..." - სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამაზე ძალიან გული მტკივა..." - სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

მსა­ხი­ო­ბი, რეჟისორი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი 8 თებერვალს, 65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ინტერვიუ ჩაწერილია 2022 წლის 20 თებერვალს

„ნეტავ სულ არ წამოვსულიყავი ჩემი ულამაზესი სვანეთიდან, რა ჯანდაბა მინდოდა აქ!?“ - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი სოსო ჯაჭვლიანმა... მისთვის ბოლო წლები ურთულესი იყო...

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას კი გაიხსენა თავისი მოსვლა კინოს სამყაროში და მოვლენები, რამაც მისი ცხოვრება განსაზღვრა... ლიკა ქავჟარაძეზე და ბოლო წლების შემოქმედებითი სირთულეების შესახებაც გაგვანდო...

- რეზო გაბრიაძემ მომნახა და წამომიყვანა... შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი, როცა წარმოვიდგენ, სად ვიყავი და ახლა სად ვარ... წარმოიდგინეთ, რა ხალხში: სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გივი ბერიკაშვილი, ია ხობუა, სოფიკო ჭიაურელი და კიდევ რამდენი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს...

- სვანეთში ყოფნას რამდენად ხშირად ახერხებთ?

- სვანეთში სახლი კი არა, სახლები გვაქვს, ექვსი დედმამიშვილი ვართ... სვანეთზე ყველგან ისე ვსაუბრობ, ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, უშბის ძირას ცხოვრობსო... სამწუხაროდ, სვანეთში ხშირად ვერ ჩავდივარ და ამაზე ძალიან გული მტკივა. სვანეთის მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება, თორემ სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს! - განაგრძეთ კითხვა