loader

"წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო, მითხრა... შეიძლება მასრები, ქამარი ან ჩოხის კალთა დამიწუნოს... ვნახოთ, აბა, შარიანი კაცია" - ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო, მითხრა... შეიძლება მასრები, ქამარი ან ჩოხის კალთა დამიწუნოს... ვნახოთ, აბა, შარიანი კაცია" - ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ნაციონალური სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ წინა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩაცმულობა დაუწუნა.

„წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო, მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი. დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე. ვნახოთ, შეიძლება პაპუაშვილმა ან მასრები დამიწუნოს, ან ქამარი, ან ჩოხის კალთა. ვნახოთ, აბა, შარიანი კაცია", - განაცხადა ელისაშვილმა.