loader

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაუდასტურეს.

სოსო ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

სოსო ჯაჭვლიანი იყო მსახიობი, დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და ფილმების პროდიუსერი; მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი. ასევე, ჯაჭვლიანი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) - ის იყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.