loader

"სიმსივნე დაბრუნდა..." - ემოციური ამბავი 31 წლის ქალზე, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმსივნე დაბრუნდა..." - ემოციური ამბავი 31 წლის ქალზე, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

31 წლის სიმსივნით დაავადებული მუსიკოსის, კეტ ჯენისის, სიმღერა ვირტუალურ სამყაროში ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო.

მუსიკოსი ავთვისებიან სარკომას 2021 წლიდან ებრძვის. მან დაავადება ერთხელ დაამარცხა და განიკურნა, თუმცა სიმსივნის მეტასტაზები ამჯერად ფილტვებში აღმოაჩნდა და 3-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა.

სწორედ ამიტომ, ბოლო სიმღერაზე საავტორო უფლებები 7 წლის შვილს, ლორენს გადაუფორმა და სოციალურ ქსელში გამომწერებს სთხოვა, სიმღერისთვის მოესმინათ, რათა შვილისთვის სიკვდილის შემდეგ აქედან შემოსული თანხა დაეტოვებინა.

კეტის თქმით, შვილისთვის დასატოვებლად ბევრი არაფერი აქვს, თუმცა ეს სიმღერა მას სამუდამოდ დარჩება. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი ინტერნეტში მილიონობით ადამიანმა ნახა და ბილბორდის ჩარტებში მოხვდა.

სიმღერის იდეა ჯენისს წინა გაზაფხულზე მოუვიდა, როდესაც ლორენთან ერთად მანქანით სეირნობდა.

"ყველამ იცის, რომ სიმსივნეს უკვე დიდი ხანია ვებრძვი. იმედია, მოგეწონებათ. არ ვიცი, ცოცხალი როდემდე ვიქნები, ამიტომ მინდოდა, ამ სიმღერის გამოშვება მომესწრო. ჩემი ხელოვნება ერთადერთია, რასაც დავტოვებ".