loader

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა - ამ წუთებში ზინდისის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა - ამ წუთებში ზინდისის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა - ამ წუთებში ზინდისის დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია იწყება.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

"ამ ეტაპზე რაღაც მეწყრული პროცესები განვითარდა და პირველი ეტაპი რაც არის, უნდა მოვახდინოთ და მოხდა უკვე მოქალაქეების ევაკუაცია. მერიას, ვისაც არ აქვს, ვთქვათ, საშუალება, რომ ნათესავთან გადავიდეს და რაღაც რამდენიმე მოქალაქე და ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში. დანარჩენი უკვე გეოლოგების შესწავლის საკითხია და უკვე დილიდან დაიწყება ეს პროცესი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მობილიზებულია აქ პოლიცია, არის საგანგებო სამსახური მობილიზებული და ყველა შესაბამისი უწყება არის ინფორმირებული ამის შესახებ. პირველი ეტაპი, აუცილებელი რაც არის, ეს არის ხალხის ევაკუაცია, რაც ახლა ხდება.

დაახლოებით 10-ზე მეტი ოჯახია გაყვანილი ამ ზონიდან და მაინც, უსაფრთხოების მიზნით, ქვედა მხრიდან გაგვყავს კიდევ ოჯახები.

დაახლოებით 1,5 საათია დაიწყო ეს პროცესი. გეოლოგები უკვე იყვნენ ასულები, დაათვალიერეს, გადაიღეს ფოტომასალა, გადაგზავნეს თბილისში... დილიდან სამუშაოს მეტი შესაძლებლობა იქნება და დილიდან დაიწყებენ მუშაობას", - ამბობს ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი.

ფოტო: tv ივერია