loader

"თქვენ არ იცით, როგორი წესიერი, გაზრდილი და უსიტყვო იყო... საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა" - კოლეგები ტრაგიკულად დაღუპულ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ არ იცით, როგორი წესიერი, გაზრდილი და უსიტყვო იყო... საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა" - კოლეგები ტრაგიკულად დაღუპულ მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობებიან

მეგობრები და კოლეგები ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორს, მიშო ბიძინაშვილს, ემშვიდობებიან, რომელიც სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„საშინელი ტრაგედია ჩვენთვის... ყველასთვის...“;

„საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა, არ შეეშინდა, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა, მიშო...“;

„საშინელი ტრაგედიაა, მიშოს ოჯახის, მეგობრების ტკივილს ვიზიარებ. ვუსამძიმრებ იმედელებს, განსაკუთრებით, ჟურნალისტს რომელიც მისი გადაღებული მასალის მოლოდინში იყო."

"ძალიან მიჭირს და მიმძიმს ამის დაწერა და გამოქვეყნება, მაგრამ დიდი ტრაგედია მოხდა სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ჩვენი ტელეკომპანიის ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. მიშო თქვენ არ იცით, როგორი წესიერი, გაზრდილი და უსიტყვო იყო."

და­ღუ­პულ­ებს შორის არიან რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი ("სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი) და კშიშტოფ ზააპარტი (პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი). ისი­ნი ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სტა­დი­ო­ნი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით საც­დელ ფრე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რათა მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ყვე­ლა­ზე დიდ მან­ძილ­ზე გაფ­რე­ნა­ში.