ვრცელდება იმ საჰაერო ბურთის აფრენის კადრები, რომელიც დღეს ასურეთში ჩამოვარდა და 3 ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა
ვრცელდება იმ საჰაერო ბურთის აფრენის კადრები, რომელიც დღეს ასურეთში ტრაგიკულად ჩამოვარდა.
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.
დაღუპულებს შორის არიან რევაზ უთურგაური ("სქაი თრეველის" დამფუძნებელი და დირექტორი) და კშიშტოფ ზააპარტი (პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი). ისინი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან კახეთის მიმართულებით საცდელ ფრენას ახორციელებდნენ, რათა მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში.