loader

საქართველოში კიდევ რომელი რეგიონებია სახიფათო? - "არც თბილისია მარტივი, ბაღდათში ეგ სოფელიც იყო დასახელებული მეწყერსაშიშ ზონად" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კიდევ რომელი რეგიონებია სახიფათო? - "არც თბილისია მარტივი, ბაღდათში ეგ სოფელიც იყო დასახელებული მეწყერსაშიშ ზონად"

გა­სულ ღა­მეს იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მი­წის მა­სა­ში 4 სახ­ლი მოყვა. ამ ეტაპ­ზე ად­გილ­ზე მე­წყრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მი­წის მა­სის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 70%, ძა­ლი­ან დიდი მა­საა მო­წყვე­ტი­ლი. დღის ბო­ლომ­დე უნდა და­ვას­რუ­ლოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­მა­ტე­ბა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო", - თქვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მყოფ­მა მღებ­რიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე 200-ზე მეტი მაშ­ვე­ლი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი­სა და ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით, ეძებს 5 და­კარ­გულს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ აქ­ვეყ­ნებს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბი­უ­ლე­ტენს, რო­მე­ლიც 2023 წელს არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წლის სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გებს და 2023 წლის პროგ­ნო­ზებს. დო­კუ­მენ­ტი ცხად­ყოფს, რომ ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი იყო. იმ სოფ­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტი­ქი­ის ზო­ნად არის მო­ნიშ­ნუ­ლი, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სო­ფე­ლი ნერ­გე­ე­თიც, სა­დაც სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და.

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი მე­წყე­რსაშიშ ზონებს ასახელებს: