loader

ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. მის სიმღერებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებენ ცნობილი მომღერლები. ვაჟა აზარაშვილმა ქართულ კულტურას ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა, მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი ხშირად ქმნიდა მუსიკას ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.