ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა
წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 5 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის, რომელთა ცხედრები დილას მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 20 წლის ნია რობაქიძე და მისი დედა არიან. ოჯახიდან ცოცხალი მამა გადარჩა. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. "როგორ ვერ გამოიძებნა ამ სამყაროში ადგილი შენისთანა ნიჭიერი, კეთილშობილი და ფერადი ადამიანისთვის, როგორ მენანები, ჩემო ნიაკო. რამდენი წარმატება გელოდებოდა წინ, კიდევ სტიპენდიები, სერტიფიკატები, კონფერენციები… ჩემო გამორჩეულო და უსაზღვროდ მოკრძალებულო, გემშვიდობები და ზეცაში რომ შევხვდებით, მანდაც დამხვდი შენი ჩვეული ღიმილით. 19-ში როგორ ჩავატარო ლექცია უშენოოოოოდ??" - წერენ სოციალურ ქსელში გოგონას ახლობლები.