"ვიცნობდით, ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა... დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ" - რას ამბობს ადგილობრივი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე
"ვიცნობდით, ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა... დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ" - ამბობს ადგილობრივი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე "მთავარ არხთან".
ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.