loader

“ორი სახლია მიწასთან გასწორებული: ერთ სახლში არიან მამა და 3 მცირეწლოვანი...“ - რას აცხადებენ ადგილობრივები მეწყერზე, რომელმაც 10 ადამიანი მოიყოლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ორი სახლია მიწასთან გასწორებული: ერთ სახლში არიან მამა და 3 მცირეწლოვანი...“ - რას აცხადებენ ადგილობრივები მეწყერზე, რომელმაც 10 ადამიანი მოიყოლა

“ორი სახლია მიწასთან გასწორებული: ერთ სახლში არიან მამა და 3 მცირეწლოვანი...“ - რას აცხადებენ ადგილობრივები მეწყერზე, რომელმაც 10 ადამიანი მოიყოლა.

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებში იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

ვიდეო: "მთავარი არხი"