loader

"ერთი ამბავი აგიტეხია, შვილო... ბარემ საჯაროდ გეტყვი.." - აჩიკო გულედანი ქალიშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი ამბავი აგიტეხია, შვილო... ბარემ საჯაროდ გეტყვი.." - აჩიკო გულედანი ქალიშვილს მიმართავს

მუსიკოსი აჩიკო გულედანი შვილის, მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მუსიკოსი ქალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

"ერთი ამბავი აგიტეხია, შვილო... სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი: კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც "სხვა რას იფიქრებს", მაგის.

რაც უფრო მეტს გდევნიან ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ. იცოდე, მეტი კითხვა დაუსვი შენს თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ "ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენს გზაზე იარე, მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ.

ან ასტამით, ან ასტამზე" - წერს აჩიკო გულედანი.

ცნო­ბის­თვის, "გრიგოლ ხანთძელის ცხოვრების" შესახებ მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნის მოსაზრებას სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

"მომეწონა "აბო" და "შუშანიკი", მაგრამ მინდა ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც "გრიგოლ ხანძთელის" წაკითხვაში დავკარგე... ისტორიულად საინტერესოა, უბრალოდ მისი მხტვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია...." - ამის შესახებ მარიამ გულედანმა "TV პირველის" გადაცემაში "შუადღე live" განაცხადა.