loader

"ბოდიშს ვიხდით"- რა განცხადებას ავრცელებს "ილო ბე­როშ­ვი­ლის ღა­მის შო­უ­ში" გაჟღერებული ხუმრობის გამო "მთავარი არხი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიშს ვიხდით"- რა განცხადებას ავრცელებს "ილო ბე­როშ­ვი­ლის ღა­მის შო­უ­ში" გაჟღერებული ხუმრობის გამო "მთავარი არხი"

"მთა­ვა­ხი არხი" "ილო ბე­როშ­ვი­ლის ღა­მის შო­უ­ში" შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო ხუმ­რო­ბის გამო ბო­დიშს იხ­დის. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"2024 წლის 3 თე­ბერ­ვალს "მთა­ვარ არხზე", "ილო ბე­როშ­ვი­ლის ღა­მის შო­უ­ში", შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო ხუმ­რო­ბა გაჟ­ღერ­და, რის­თვი­საც მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით ვიხ­დით ბო­დიშს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა არის გარე პრო­ექ­ტი და მზად­დე­ბა „სი-ქორ­ფო­რე­ი­შე­ნის“ მიერ, ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში გა­სულ გა­და­ცე­მებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხუმ­რო­ბა უკვე წაშ­ლი­ლია ჩვე­ნი არ­ხის ვებგვერ­დი­დან და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან.

ჩვენ სის­ტე­მა­ტ­უ­რად ვახ­დენთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, რათა სწო­რად და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მოხ­დეს მა­ყუ­რებ­ლის­თვის მსგავ­სი თე­მე­ბის მი­წო­დე­ბა. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით „მთა­ვარ არხზე“ კეთ­დე­ბა არა­ერ­თი გა­და­ცე­მა და, შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მო­რი­გი გა­და­ცე­მი­დან, რო­მელ­შიც ნიკა გვა­რა­მი­ას სტუმ­რო­ბი­სას, მიშა ან­დღუ­ლა­ძე თა­ვის ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, ვა­კელ ქალს ასა­ხი­ე­რებს. სტუ­დი­ა­ში შეს­ვლი­სას, ბო­დიშს იხ­დის დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის და ამ­ბობს:

"ერთი სა­ა­თია მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელს და­ვე­ძებ. ეს რა ჯო­ჯო­ხე­თია, რა არის, ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე, თო­რემ ვერ მო­ვი­დო­დი აქ. ბო­ლოს რა უნდა მექ­ნა, "ინ­ვა­ლი­დე­ბის“ ად­გი­ლი რომ არის, იქ გა­ვა­ჩე­რე და პატ­რუ­ლი მო­მად­გა, ავ­დე­ქი და გად­მო­ვე­დი კოჭ­ლო­ბით, სხვა გზა არ მქონ­და.“

შოუს ამ მო­ნაკ­ვეთს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ იუ­მო­რისტს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი და დიდი ჯა­რი­მა ელის, რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.