loader

"მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - "მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - "მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს"

"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს.

"2024 წლის 3 თებერვალს „მთავარ არხზე“, „ილო ბეროშვილის ღამის შოუში“, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობა გაჟღერდა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაცემა არის გარე პროექტი და მზადდება „სი-ქორფორეიშენის“ მიერ, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემებზე. აღნიშნული ხუმრობა უკვე წაშლილია ჩვენი არხის ვებგვერდიდან და სოციალური ქსელიდან. ჩვენ სისტემატურად ვახდენთ თანამშრომლების გადამზადებას, რათა სწორად და უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოხდეს მაყურებლისთვის მსგავსი თემების მიწოდება. ცნობიერების ამაღლების მიზნით „მთავარ არხზე“ კეთდება არაერთი გადაცემა და, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია", - ნათქვამია განცხადებაში.