loader

მომღერალ აჩიკო გულედანის შვილი მარიამ გულედანი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც "გრიგოლ ხანძთელის" წაკითხვაში დავკარგე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომღერალ აჩიკო გულედანის შვილი მარიამ გულედანი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც "გრიგოლ ხანძთელის" წაკითხვაში დავკარგე"

"მომეწონა "აბო" და "შუშანიკი", მაგრამ მინდა ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც "გრიგოლ ხანძთელის" წაკითხვაში დავკარგე... ისტორიულად საინტერესოა, უბრალოდ მისი მხტვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია...." - ამის შესახებ მომღერალ აჩიკო გუელდანის შვილმა, სტუდენტმა მარიამ გულედანმა, "TV პირველის" გადაცემაში "შუადღე live" განაცხადა.

მარიამი ამ მოსაზრების გამო საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.

"საინტერესოა ამდენი რა დრო დაკარგა ახალგაზრდამ? მარიამს საკუთარი თავის ძიების პერიოდი აქვს, ჭკვიანი გოგო ჩანს, ბევრი იკითხოს,შეგნებულად მიუდგეს და მიხვდება დროთა განმავლობში რა მნიშვნელობის მოღვაწე იყო როგორც ისტორიული, ისე ქრისტიანული თვალსაზრისით გრიგოლ ხანძთელი. გადაცემის ამ ნაწყვეტიდან კიდევ ჩანს, რომ აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ საჭიროა უფრო კომპეტენტური ადამიანების მოწვევა!

ჩემთვის ეს ბავშვი არის ყოველგვარი ჩარჩოდან ამოვარდნილი, არა იმიტომ, რომ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" არ მოსწონს, ეს მისი არჩევანია. არ აქვს ჯდომის კულტურა, მეტყველების მანერა მიუღებელი, ჰუდი მაინც მოიხადოს, არ ზის არც კლუბში და არც მის თანატოლებთან.

რატომ მოგყავთ ასეთი ბავშვები სტუდიაში...

თინეიჯერი ბავშვია თავის მეამბოხე ხასიათით, შეხედულებით და მერე რა მოხდა თუ რაღაცეებს ისე არ აკეთებს როგორც ყველასთვის სტანდარტია?! ამის გამო ამხელა ხალხი, უნდა დადგეთ და ყველაფერი აკადროთ ბავშვს და ასე ლანძღოთ? დარწმუნებული ვარ, ძალიან განათლებული ჭკბიანი და ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდება მარიამი. არანაირი შეხება არ მაქვს, წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით!

ღმერთმა შეგინდოთ ყველას, მანდ ვინც ხართ და ვინც ასე ფიქრობთ და აზროვნებთ...

ეგ ბავშვი თავის აზრს გამოხატავს და ვისაც არ უნდა, ნუ მოუსმენთ, გაატარეთ, რა არის, რომ გადაუვლის ყველა, თუკი განსხვავებული აზრი თქვა ვინმემ .... ზოგი რას უწუნებს და ზოგი რას, პირადი შეურაცხყოფა და ოჯახის ხსენება რა შუაშია, ვერ ვხვდები...

ამ ბავშვს ვხედავ ხოლმე ტელესივრცეში პერიოდულად და რა მინდა ვთქვა, ნამდვილად არაა უვიცი. ადამიანს შეგიძლია და უნდა გამოხატო კიდეც , რა თქმა უნდა, შენი პოზიცია. შეხვიდე პოლემიკაში, გამართო დიალოგი, დაიცვა შენი საკუთარი აზრი, მაგრამ არასოდეს, არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს მანერები და ზრდილობა: ვის ესაუბრები და როგორ! თავისუფლება არაა უზრდელობა! არც ერთ ქვეყანაში, ყველაზე დემოკრატიულშიც კი არაა მოსაწონი და მისღები მსგავსი ფორმა...

რატომ უნდა ვუსმინოთ და გავითვალისწინოთ მარიამ გულედანი? რა უპირატესობა აქვს, ამიხსნის ვინმე?

საქართველოს ისტორიისთვის კი შენც და ყველა ის ხალხი, ვინც ამ პროპაგანდას ეწევით, თქვენ იქნებით 0-ის ტოლი...

კი, მართალი ხარ, დრო დაგიკარგავს, რაც წაიკითხე მაინც ვერაფერი გაგიგია, ახლა ზიხარ და გვასწავლი ჭკუას, თურმე შენი ქვეყნის ისტორია თუ იცი, დროის კარგვა ყოფილა..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.