loader

კლუბი "ბასიანი" 19 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - "მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კლუბი "ბასიანი" 19 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - "მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლუბ "ბა­სი­ან­ში" 19 წლის ახალ­გაზ­რდა ცუ­დად გახ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კის შე­სა­ხებ კლუ­ბი "ბა­სი­ა­ნი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვეხ­მა­უ­რე­ბით ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. პირ­ველ რიგ­ში, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს.

სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბის გამო და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დით სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის­გან, თუმ­ცა ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლი­თაც ცილს გვწა­მე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა­ში, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა.

ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი კლუბს 27 იან­ვარს, კვი­რას, დი­ლის 07:30 სა­ათ­ზე ეწ­ვია, ხოლო 10:40 სა­ათ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ე­წია პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე უსაფრ­თხო­ე­ბის გუნ­დის მხრი­დან, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 წუთ­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რომ­ლის შე­დე­გებ­საც ვე­ლო­დე­ბით, და მის დას­რუ­ლე­ბამ­დე, გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან. ამავდრო­უ­ლად, ვეხ­მი­ა­ნე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს გა­სულ პა­რას­კევს, 2 თე­ბერ­ვალს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის­გან კლუ­ბის კი­დევ ერთი სტუ­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა - აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, არის სიც­რუე, და მისი გავ­რცე­ლე­ბა სა­სი­კე­თო მიზ­ნებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებს, შე­წყვი­ტონ ტრა­გე­დი­ით ურ­ცხვად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ჩვენ ერთხელ უკვე გვახ­სოვს ასე­თი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გე­ბი 2018 წლის 12 მა­ისს, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მის მიერ თბი­ლი­სის კლუ­ბებ­ში შეჭ­რით, რე­ი­დი­თა და სას­ტი­კი დარ­ბე­ვით დას­რულ­და.უსაფრ­თხო სივ­რცის შექ­მნის იდეა BASSIANI-ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მისი და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლუბს დიდი რე­სურ­სი და შრო­მა აქვს გა­წე­უ­ლი ამ მიზ­ნის სრულ­ყო­ფის­თვის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი სცე­ნის სპე­ცი­ფი­კის კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, კლუ­ბი მე­თო­დუ­რად ნერ­გავს დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცის შექ­მნის პრაქ­ტი­კებს. ყო­ველ საკ­ლუ­ბო ღა­მეს სტუმ­რე­ბის სიმ­შვი­დე­ზე ზრუ­ნავს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის გუნ­დის 50-ზე მეტი წევ­რი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას გავ­ლი­ლი აქვთ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღი საკ­ლუ­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში, რაც სა­რის­კო ქცე­ვის მო­მა­ტე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ხალ­ხმრა­ვა­ლი საკ­ლუ­ბო ღა­მე­ე­ბის დროს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.BASSIANI-ს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს გრძელ­ვა­დი­ან ხედ­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შიდა წე­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ვრცელ­დე­ბა მუ­სი­კა­ლურ პროგ­რა­მა­ზე, სტუ­მარ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, კა­რის პო­ლი­ტი­კა­სა და შიდა სტრუქ­ტუ­რებ­ზე და ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­როდ, კლუ­ბის ვე­ბპ­ლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რის­კე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა, არ­ცერთ სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სივ­რცე­ში. სწო­რედ ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა. რო­გორც აქამ­დე, არა­ერ­თხელ, ახ­ლაც, ვთხოვთ არამ­ხო­ლოდ კლუ­ბის სტუმ­რებს, არა­მედ ყვე­ლას, საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­ეც­ნოთ ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის წე­სებს, რაც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვა­კე­თებთ მაქ­სი­მუმს, რაც ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ცოდ­ნი­სა და რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, კლუ­ბი ვერ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რაც სცდე­ბა ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის არე­ალს.ჩვენ აქამ­დეც არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ არ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის რე­სურ­სე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია და რა­დი­კა­ლუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა - შე­უძ­ლე­ბე­ლი, ის არა­თუ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­კე­ნაა მო­მარ­თუ­ლი, არა­მედ თა­ვად ხდე­ბა პრობ­ლე­მის, ზოგ­ჯერ კი სა­უ­ბე­დუ­როდ ტრა­გე­დი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.საკ­ლუ­ბო კულ­ტუ­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დე­მო­ნი­ზი­რე­ბი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ნაც­ვლად, შე­დე­გის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­ვახ­სე­ნოთ სა­ხელ­მწი­ფოს, ვის ხელ­ში­ცაა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­სა და ზრუნ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ჯა­რო, კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, ცოდ­ნის მი­ღე­ბით, გა­ზი­ა­რე­ბით და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას ყველ­გან", - ნათ­ქვა­მია კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.