loader

"სექსის შესახებ არაფერი ვიცოდი, საათობით ვტიროდი" - შოკისმომგვრელი ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სექსის შესახებ არაფერი ვიცოდი, საათობით ვტიროდი" - შოკისმომგვრელი ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა

ამ ამბავმა მთელი მსოფლიო შეძრა. 12 წლის საბინა დარდენი ველოსიპედით სკოლაში მიდიოდა, როცა ძველმა თეთრმა ფურგონმა მას გზა გადაუღობა. მამაკაცი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, გოგონას პირზე ხელი ააფარა და მანქანაში ჩასვა. ქუჩა მთლიანად ცარიელი იყო და პატარა გოგონას დახმარება ვერავინ შეძლო.

ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ იგი ფურგონიდან გადმოიყვანა და რკინის გალიაში ჩასვა. მამაკაცმა ბავშვი რკინის გალიით ჭუჭყიან სარდაფში ჩაიყვანა. ოთახი სხვადასხვა მწერით იყო სავსე, საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ირგვლივ სულ სათამაშოები ეყარა.

გამტაცებელმა საბინას ერთი ჭიქა რძე დაალევინა და მეორე სართულზე აიყვანა. კისერზე რკინის ჯაჭვი მოაბა და საწოლზე მიაჯაჭვა, თან უთხრა, რომ დაეძინა. მეორე დილით კი გოგონას უთხრა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. მოატყუა, ვითომ ერთ გავლენიან ადამიანს მისი სიკვდილი უნდოდა. გოგონას ძალიან შეეშინდა, ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს.

რამდენიმე დღის შემდეგ კი გამტაცებელმა უთხრა, რომ მისმა მშობლებმა გამოსასყიდის გადახდაზე უარი განაცხადეს და სიკვდილი მოუწევდა, მაგრამ თავად შეეძლო მისი გადარჩენა.

საბინამ მოიფიქრა, მშობლებისთვის წერილი მიეწერა. გულუბრყვილო ბავშვმა წერილი გამტაცებელს გადასცა და სთხოვა, მისი მშობლებისთვის გაეგზავნა. გოგონას რაღაც ეტაპზე მართლა სჯეროდა, რომ მამაკაცი მის გადარჩენას ცდილობდა. რა თქმა უნდა, წერილი ბავშვის მშობლებთან არასდროს მისულა. პირიქით, გამტაცებელმა ქაღალდზე თავისი ხელით დაწერა: "მორჩილად იყავი და კარგად ჭამე. ფულის შოვნა შეუძლებელია. შენს ბედს შეეგუე და იცოდე, რომ ეგ მამაკაცი ახლა შენი ქმარია"... გამტაცებელმა ბავშვს წერილი გადასცა და უთხრა, რომ მშობლებმა გამოუგზავნეს. გოგონამ დაიჯერა.

რამდენიმე თვეში სახლში ახალი მსხვერპლი მიიყვანა - მოზარდი 14 წლის იყო და ლეტიცია დელოზი ერქვა.

ლეტიციამ საბინას უთხრა, რომ მისი ფოტოები მთელ ბელგიაში იყო გამოკრული და მშობლები მის საპოვნელად უზარმაზარ თანხას იხდიდნენ.

ამ ინფორმაციამ გოგონა გააოცა. ამასობაში კი გამტაცებელი სარდაფში აღარ ჩნდებოდა. მალე გოგონებს საკვები ამოეწურათ, ყვიროდნენ, დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ მათ შველას ვერავინ ახერხებდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მამაკაცების ხმა გაიგონეს. "პოლიციელები ვართ, არის აქ ვინმე?" - იკითხეს მათ. როგორც აღმოჩნდა, როდესაც მარკი ლეტიციას იტაცებდა, გამვლელებმა მისი ფურგონის ნომერი დაიმახსოვრეს და პოლიციას შეატყობინეს. ასე იპოვეს ბავშვები. განაგრძეთ კითხვა