loader

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - ამ წუთებში დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - ამ წუთებში დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ამასთან, პარლამენტში უკვე მივიდა პრეზიდენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტატუსით ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.

ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ტრადიციას წარმოადგენს. სხდომაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.