loader

ვიდეო გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ - "წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ - "წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა"

„ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს და სვანეთის სოფლების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან უკვე ჩავიდნენ სტიქიის ადგილებზე.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაღალმთიანი სოფლებისკენ ჩამოწოლილი მეწყერების და დიდთოვლობის გამო გადაადგილება შეფერხებულია. იქ, სადაც მუშაობა შესაძლებელია, კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ ლენტეხში.

"ენერგო-პრო ჯორჯიის" ლენტეხის მომსახურების ცენტრის ელექტრიკოსი ალექსანდრე ლიპარტელიანი ცდილობს მიუახლოვდეს დაზიანების ადგილს. დიდთოვლობის გამო სპეციალური ტექნიკის გადაადგიულება შეუძლებელია, ამიტომ კომპანიის თანამშრომლებს უწევთ ფეხით მივიდნენ დაზიანების ადგილზე.