მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს - ინფორმაციას ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, საუბარი არ არის პროსტატის სიმსივნეზე, თუმცა დამატებითი დეტალები დიაგნოზის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.
კიბოს ტიპი არ არის გამოვლენილი, მაგრამ სასახლის განცხადებით, მეფემ ორშაბათს დაიწყო რეგულარული მკურნალობა.
ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მეფე სრულიად დადებითად აფასებს მის მკურნალობას და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება საჯარო სამსახურს.
სტატიაში ნათქვამია, რომ მეფე გადადებს თავის საჯარო ჩართულობას და სამეფო ოჯახის სხვა წევრები დაეხმარებიან მას.
დამატებითი დეტალები კიბოს სტადიაზე ან პროგნოზის შესახებ არ ვრცელდება.