loader

"სიახლე, რომელიც მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებს ეხება" - გიორგი ამილახვარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიახლე, რომელიც მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებს ეხება" - გიორგი ამილახვარი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წელს სკოლის საშუალო საფეხურზე კონკრეტული მიმართულებები შემოდის, როგორიც არის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულება.

მისი თქმით, ზოგად განათლებაში ასევე დაინერგება პროფესიული განათლება, რომლისთვისაც 30 საპილოტე სკოლა შეირჩევა.

„2024 წელს საშუალო საფეხურზე, ეს არის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები, იცით, რომ შემოგვაქვს მიმართულებები, ეს იქნება ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო მიმართულებები და ჩვენ პროფესიული განათლება შემოგვაქვს ზოგად განათლებაში, რომელიც ეტაპობრივად ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ყველა დიდ თუ პატარა სკოლაში, რითაც, პრაქტიკულად, უზრუნველყოფთ პროფესიული განათლების როგორც პრესტიჟის რეალურ შინაარსობრივ ამაღლებას, ასევე მის დაფარვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და 2024 წელს, დაახლოებით, 30 საპილოტე სკოლა უკვე შერჩეულია და გვინდა, რომ პროფესიული განათლების მიმართულება დავიწყოთ“,- განაცხადა ამილახვარმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.