loader

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ფაქტია ასახული - რას ამბობს საჯარო ბაღის დირექტორი მომხდარ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ფაქტია ასახული - რას ამბობს საჯარო ბაღის დირექტორი მომხდარ ფაქტზე?

N1 საჯარო ბაღის მასწავლებელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ. სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ნათია ტუსიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

"მოხდა გადაცდომა აღმზრდელის მხრიდან. იმ დღესვე შევატყობინეთ სამსახურს, მიდის გამოძიება. დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ. ვიდეოკადრები ამოღებულია და ბაღების მართვის სააგენტოში მიდის გამოძიება. კადრები მე აღარ მაქვს. ჩემთვის არცერთ მშობელს არ მოუმართავს, რომ ჰქონდა რაღაც ეჭვი. როგორც კი მომმართა, მაშინვე დავიწყეთ კვლევა. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ საქმეში პოლიციაც ჩაერთოს. ვალდებულები ვართ, რომ ფაქტის შესახებ ვაცნობოთ პოლიციას"- ამბობს დირექტორი.

ვიდეო: "TV პირველი"