loader

"არ მეგონა, თუ მეტკინებოდა, მტკივა... ჩემს პროფესიაში მინდა" - მაია ასათიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მეგონა, თუ მეტკინებოდა, მტკივა... ჩემს პროფესიაში მინდა" - მაია ასათიანი

"ჩემს პროფესიაში მინდა... ყველა მწერთ, რატომ არ ბრუნდებიო, ჩემზე არაა დამოკიდებული ჩემი დაბრუნება…" - ამის შესახებ მაია ასათიანი "ინსტაგრამზე" წერს.

ყოფილი ტელეწამყვანის თქმით, ის სტუდენტებს სულ უყვება, რომ ეს საქმე ცოცხალი ადამიანივით უყვარს, თუმცა უკვე ცალმხრივად…

„3 წელი გავიდა... სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ეთერში ვარ... უცნაური განცდით მეღვიძება… ხანდახან ჩემს დეკორაციას მოვკრავ თვალს, სხვა ხალხით სავსეს...

არ მეგონა, თუ მეტკინებოდა, მტკივა... ჩემს პროფესიაში მინდა... სტუდენტებს სულ ვუყვები, რომ ეს საქმე ცოცხალი ადამიანივით მიყვარს, უკვე ცალმხრივად…

ყველა მწერთ, რატომ არ ბრუნდებიო, ჩემზე არაა დამოკიდებული ჩემი დაბრუნება…" - წერს მაია ასათიანი.