loader

მამამ და მისმა მეგობარმა ქალმა 2 მცირეწლოვანი ბავშვი მე-15 სართულის ფანჯრიდან გადააგდეს - შოკისმომგვრელი ამბავი და სასჯელი, რომელიც 3 წლის შემდეგ აღსრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამამ და მისმა მეგობარმა ქალმა 2 მცირეწლოვანი ბავშვი მე-15 სართულის ფანჯრიდან გადააგდეს - შოკისმომგვრელი ამბავი და სასჯელი, რომელიც 3 წლის შემდეგ აღსრულდა

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს წყვილი, რომელმაც ორი პატარა ბავშვი (2 წლის და 1 წლის) მე-15 სართულის ფანჯრიდან გადააგდო.

მამაკაცს შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, და­ნა­შა­უ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი კაცის მეგობარი ქალი გახ­და. იგი კაცს ბავ­შვე­ბის მო­შო­რე­ბას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი და­შო­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და.

შემზარავი დანაშაული 2020 წლის ნოემბერში მოხდა. წყვილს სიკვდილით დასჯა 2021 წლის დეკემბერში მიუსაჯეს, სისრულეში კი 2024 წლის 31 იანვარს მოიყვანეს.