loader

ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლება ჩავიდა და ე.წ ურთიართთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლება ჩავიდა და ე.წ ურთიართთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლება ჩავიდა და ე.წ ურთიართთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ანექსირებულ სიმფეროპოლში ხელი მოაწერა რეგლამენტს ე.წ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ, სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ განავითარონ თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. საუბარი ასევე ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული ცხნივალიდან ბავშვებისთვის დასვენების ორგანიზების საკითხსაც შეეხო.