loader

"აი­თაჯ­მა თა­ვის და­ნიშ­ნულ­თან დარ­ჩე­ნა არ­ჩია, ეს მისი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება იყო..." - რა თქვა სასამართლო პროცესზე მოკლული აითაჯის დედის ადვოკატმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი­თაჯ­მა თა­ვის და­ნიშ­ნულ­თან დარ­ჩე­ნა არ­ჩია, ეს მისი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება იყო..." - რა თქვა სასამართლო პროცესზე მოკლული აითაჯის დედის ადვოკატმა

"აი­თაჯ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა დარ­ჩე­ნა, დე­დას რომ ეი­ძუ­ლე­ბი­ნა, გინ­და თუ არა წა­მო­დიო, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი", - ამის შე­სა­ხებ 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი, არას­რულ­წლოვ­ნის დე­დის ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვას ად­ვო­კატ­მა ალი ბა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, შახ­მა­რო­ვას დე­დას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ემუქ­რე­ბო­და, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვას შე­ე­შინ­და და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ა­ში ვერ გა­ნა­ცხა­და. ეს კი ად­ვო­კა­ტის თქმით, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ვერ და­უ­მა­ლავ­და დი­რექ­ტორს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იყო, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რა­ტომ არ მო­უყ­ვა დი­რექ­ტორს ან პო­ლი­ცი­ას მო­ტა­ცე­ბის ფაქ­ტი. ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, ვინც მას აში­ნებ­და, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იყო, ეს დღეს მის­მა მშობ­ლებ­მა ბო­ლომ­დე ვერ და­ა­დას­ტუ­რეს, რად­გან მათი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა არ უნ­დო­დათ და თქვეს, არ ვი­ცო­დით, თუ და­ე­მუქ­რაო. ეგა­ნას(აი­თა­ჯის დედა) მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და, ამი­ტო­მაც ვერ ეუბ­ნე­ბო­და ვერც სკო­ლას და ვერც პო­ლი­ცი­ას, თან შვილ­მა იქ დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. დე­დას პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან უნ­დო­და აი­თა­ჯი და­ე­თან­ხმე­ბი­ნა და სკო­ლა­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ აი­თაჯ­მა თა­ვის და­ნიშ­ნულ­თან დარ­ჩე­ნა არ­ჩია, ეს მისი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება იყო, ამას მას და­ნით არა­ვინ ურ­ჩევ­და.

აი­თაჯ­მა თქვა, რომ მას ალიმ­თან უნ­დო­და დარ­ჩე­ნა, არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სი რომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, მერე იტყვი­ან რა­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბიო. როცა ადა­მი­ა­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლია, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. აი­თაჯ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა დარ­ჩე­ნა, გინ­და თუ არა წა­მო­დიო, რომ ეი­ძუ­ლე­ბი­ნა დე­დას, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბა­დი­როვ­მა.

მოკ­ლუ­ლი აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას დედა და ბიძა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ. მათი გან­მარ­ტე­ბით, გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, ყო­ველ­გვა­რი იძუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­თხოვ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მკვლე­ლო­ბას, აღ­ნიშ­ნულ­ზე ალიმ სა­დი­კო­ვი და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­გა­რე­ჯოს სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა 6 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან იყო.