loader

რას ამბობენ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს გახსნილ წერეთლის გამზირზე იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს გახსნილ წერეთლის გამზირზე იმყოფებოდნენ

დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­და და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად გა­იხ­სნა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, შე­იც­ვა­ლა და გა­ნახ­ლდა ყვე­ლა ტი­პის მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცია, მათ შო­რის: წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, წყა­ლა­რი­ნე­ბის, სა­ნი­აღ­ვრე და გაზ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლე­ბი. “სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დით, რომ პირ­ველ თე­ბერ­ვალს გავ­ხსნი­დით. გამ­ზი­რის ერთ მხა­რეს დას­რუ­ლე­ბუ­ლია გარე გა­ნა­თე­ბის ახა­ლი ქსე­ლის მო­წყო­ბა და მე­ო­რე ნა­წილ­ში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

დას­რუ­ლე­ბის ეტაპ­ზეა უსაფრ­თხო­ე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბის მო­პირ­კე­თე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­საც­დე­ლე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, შუქ­ნიშ­ნე­ბის მონ­ტა­ჟი და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის და­ხაზ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, დარ­ჩე­ნი­ლია ტრო­ტუ­ა­რე­ბის მო­წყო­ბის და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელებიც მარ­ტის თვე­ში დას­რულ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.