"ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში" - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ყველა წევრს დარჩენა შესთავაზა, თუმცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს სურს სხვა სფეროში გადანაცვლება.