მამუკა ხაზარაძის "მუსტანგს" ცეცხლი გაუჩნდა - პოლიტიკოსი სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. კადრები პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. "გადავრჩით, ვაგრძელებთ მოძრაობას" - დაწერა ხაზარაძემ.
როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი "მუსტანგით" გადაადგილდება. მან ავტომობილის ვიდეო გასულ კვირას ატვირთა "ტიკ-ტოკზე" და თქვა, რომ აღნიშნული მანქანით იმოგზაურებდა საქართველოს თითქმის ყველა სოფელსა და რეგიონში.