loader

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, რომელ თანამდებობაზეა" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად, რომელ თანამდებობაზეა" - კახა კალაძე

რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, „კოლექტიური ნაცებისთვის“ სამწუხარო ინფორმაციაა ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია“.

„რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ისე ირაკლი ღარიბაშვილს, აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, კოლექტიური „ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია. 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება.