loader

რეპერი "კაბუ" პოლიციას ნარკოტიკების ჩადებასა და მტკიბულებების გაყალბებაში ადანაშაულებს - რა თქვა კახა აბუაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპერი "კაბუ" პოლიციას ნარკოტიკების ჩადებასა და მტკიბულებების გაყალბებაში ადანაშაულებს - რა თქვა კახა აბუაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს", საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის თქმით, ბრალდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადება" არ მომხდარა.

პროკურორის თქმითვე, მსახიობს ნარკოტიკები პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს. ამასთან, კითხვაზე, ჩაუტარდა თუ არა „კაბუს" ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა, გოგალაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ ექსპერტიზის ჩატარებაზე ბრალდებულმა უარი განაცხადა.

„ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად იქნა დასაშვებად ცნობილი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე აპელირებდა, სასამართლოს მხრიდან არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან დაუსაბუთებელი იყო და მათ მიერ მითითებული გარემოებები აბსურდი იყო. საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას, რომ ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა, პროკურორი არ ეთანხმება.

„არავითარი განსხვავება არ არის, ეს მხოლოდ დაცვის მხარის პოზიციაა, რაც გაზიარებული არ იქნა... პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული ნივთიერებები ნარკოტიკული საშუალების სახით, არვითარი "ჩადება" არ მომხდარა და აღნიშნული გარემოება სიცრუეა. საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები და დასტურდება, რომ ნივთიერებები ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული და მას პირადად ინახავდა“, - აცხადებს გოგალაძე.

მსახიობს არც სხდომის დაწყებამდე და არც მას შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია.