loader

რას ამბობს ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძის სახლის ჩხრეკასა და მისი დაკითხვის შესახებ? -"მეილი ჩაუდეს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძის სახლის ჩხრეკასა და მისი დაკითხვის შესახებ? -"მეილი ჩაუდეს..."

„ალტ-ინფოს“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის მხარდასაჭერად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ალტ-ინფოს“ წევრები მივიდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურა მახარაძის თქმით, სუს-ის მიერ ბექა ვარდოსანიძის მიმართ ძიების დაწყება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. მახარაძე აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებად მიიჩნევს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „აბა, მეილის გამო რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა“.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან.