რას ამბობს ზურა მახარაძე ბექა ვარდოსანიძის სახლის ჩხრეკასა და მისი დაკითხვის შესახებ? -"მეილი ჩაუდეს..."
„ალტ-ინფოს“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის მხარდასაჭერად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ალტ-ინფოს“ წევრები მივიდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურა მახარაძის თქმით, სუს-ის მიერ ბექა ვარდოსანიძის მიმართ ძიების დაწყება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. მახარაძე აღნიშნულს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებად მიიჩნევს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „აბა, მეილის გამო რომ კაცი აეყვანოთ, საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა“.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან.