loader

"ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია! დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!" - მწერალ ნესტან კვინიკაძის მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია! დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!" - მწერალ ნესტან კვინიკაძის მიმართვა

"სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება" - ამის შესახებ მწერალი ნესტან კვინიკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, დანაშაულებრივი დუმილია.

"ცუდი ტონი ამ თემაზე ლაპარაკი კი არა, ეს ყბადაღებული და დანაშაულებრივი დუმილია. ნარკოტიკი არის ის, რაც გართმევს ნაღდს და გაჩეჩებს ტყუილს. სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება.

დღემდე აქტუალურია აზრი, რომ თითქოს კონკრეტული არტისტები ნარკოტიკის მოხმარებამ აქცია სუპერგმირებად. ტყუილია! ისინი ისედაც მაგრები იყვნენ და უფრო მაგრებიც იქნებოდნენ ნარკოტიკის გარეშე.

დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი, თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით" - წერს ნესტან კვინიკაძე.