loader

"ამ ჯგუფის პრეპარატებს მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ჯგუფის პრეპარატებს მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლების შესახებ ინფორმაციას აწვდის და წერს, რომ მსგავსი პრეპარატები ხშირ შეთხვევაში, არავითარ გავლენას ახდენს.

"პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, ამ ტიპის „წამლებიც“ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხშირად რუსული წარმოების პრეპარატების სახით.

სინამდვილეში „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები“ (იმუნოსტიმულატორები, იმუნომოდულატორები) ძალიან მწირად გაგვაჩნია. ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა. ოღონდ ურჩევნიათ ეს მარტივად, წამლის დალევით მოხდეს და არა რეალურად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, რაც სინამდვილეში ჩვენი იმუნური სისტემის ფორმაში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა.

ეს ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები კი, უკეთეს შემთხვევაში, იმუნიტეტზე არავითარ გავლენას არ ახდენს და პლაცებო ეფექტი აქვთ, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება ჩვენი იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის გაურკვეველ რყევებს და მოკლე- ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს. ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატებს (ანუ იმუნოსტიმულატორებს) მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ და გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტი არ არის ერთი, მარტივი ორგანო და კომპლექსური სისტემაა თავისი მრავალი კომპონენტით. ასე რომ მისი, ასე მარტივად, ერთი ჯადოსნური პრეპარატით გაძლიერება არ ხდება," - წერს ინფექციონისტი.