loader

(18+) ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს სამი ბოევიკი, რომლებიც ჯენინის საავადმყოფოზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანეიტრალეს სამი ბოევიკი, რომლებიც ჯენინის საავადმყოფოზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, გენერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა და ისრაელის პოლიციამ სინას ჰოსპიტალში ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ლიკვიდირებული იქნა 27 წლის “ჰამასის“ ტერორისტი მოჰამედ ჯალამნე.

„ჯალამნეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ჯენინის ბანაკში, ჰქონდა კონტაქტები ჰამასის შტაბ-ბინასთან საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ჯალამნემ ტერორისტებს იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

IDF-მა დაამატა, რომ რეიდის დროს განეიტრალდა კიდევ ორი ​​ტერორისტი: მუჰამედ ღაზავი და მისი ძმა ბაზელი.