"განსაცდელმა შემაშინა და მეტადაც გამაძლიერა! თავიდან თითქოს დავეცი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე..." - პიტბულის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედის ემოციური პოსტი
"განსაცდელმა შემაშინა და მეტადაც გამაძლიერა... თავიდან თითქოს დავეცი, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვე და ფეხზე წამოვდექი.
დღითი დღე უფრო და უფრო ვძლიერდები ჩემს ბიჭებთან ერთად.
როგორ ცუდადაც უნდა ვგრძნობდე თავს, ვცდილობ, უფრო ლამაზი და "ღიმილიანი" ვიყო ამათ გამო.
ჩემი დაუსრულებელი ბედნიერებაა ჩემი სიყვარული - ორი ნაკაშიძე. მადლობა უფალს, რომ მე დღეს ბედნიერი დედა ვარ" - წერს სოციალურ ქსელში პიტბულის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა ლიკა ხამათაშვილი.
ცნობისთვის, 2 წლის ლაზარე პიტბულმა თავის არეში 15 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში დაკბინა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.