ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ბრაზილიური თავგადასავალი გრძელდება, რომლის ამსახველ კადრებს თავიანთ გამომწერებს უზიარებენ
"სულისშემძვრელი" - ამ სათაურით აქვეყნებს ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე კადრებს, რომლებიც ბრაზილიაშია გადაღებული და ოჯახთან ერთად მოგზაურობას ასახავს. ამჯერად ივანიშვილების ოჯახი ბრაზილიის და არგენტინის საზღვართან მდებარე იგუასუს ჩანჩქერზე იმყოფებოდნენ, რომელიც კონტინენტის ერთ-ერთი უძველესი ჩანჩქერია.