loader

ამ წუთებში თელავში ორსართულიანი სახლი იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში თელავში ორსართულიანი სახლი იწვის

თელავში ორსართულიანი სახლი იწვის. ცეცხლი ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლს გაუჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ამ დროის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, ელექტროობას უკავშირდებოდეს, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.