loader

"ასე დატოვება შეცდომა იყო" - რას ამბობენ ახლობლები ქართველი მოდელის გარდაცვალებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე დატოვება შეცდომა იყო" - რას ამბობენ ახლობლები ქართველი მოდელის გარდაცვალებაზე?

19 წლის მოდელი ელენე ეფრემიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ელენე Re Belle Studio-ს მოდელი იყო. სამწუხარო ინფორმაცია „ფორტუნას“ Re Belle Studio-ს ხელმძღვანელმა ია ცუხიშვილმა დაუდასტურა.

როგორც „ფორტუნას“ ია ცუხიშვილმა განუცხადა, ელენე სრულიად ჯანმრთელი იყო და მას გული გაუჩერდა.

ელენე ეფრემიძის გარდაცვალებას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან:

„მეგობარო, ვერ გემშვიდობები. მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები, როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით, მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო. შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს“, – წერს თამარ სოხაშვილი სოციალურ ქსელში.