loader

ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს - "იმედის" ექსკლუზივი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს - "იმედის" ექსკლუზივი

„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც 1-ელ თებერვალს გასაჯაროვდება.

როგორც „იმედი“ იუწყება, 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის გამართვა იგეგმება.

„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, ასევე, დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, - აცხადებს „იმედი“.